ბოლო დღეებში ოზურგეთში მანქანების სიმრავლე შეინიშნება. სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სახლში დარჩენის ნაცვლად ადამიანები ქუჩაში აქტიურად გამოდიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა საღამოს 18:00 შეიზღუდა.
“ყველა ის რეკომენდაცია შესრულდება, რაც ამ ხნის განმავლობაში უნდა შესრულდეს. იყო გადატვირთული გადაადგილება მანქანებით და ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის სამართალდამცავების მიერ დაწესდა შეზღუდვა“, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.





































































