დღეს, ოზურგეთში, დილიდან წვიმს. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა საკმაო ნაწილი დადის ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში. ასევე, საკმაო რაოდენობით მოძრაობენ მსუბუქი ავტომობილებიც.
ოზურგეთის ცენტრალური ქუჩების და დიდი სავაჭრო ქსელების, ასევე მცირე მარკეტების, ბანკების თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების შემოვლისას ჩვენს ობიექტივში არაერთი კადრი მოხვდა.
გასულ დღეებთან შედარებით, მოქალაქეთა გადაადგილებისა და გარეგნული დისტანცირების მხრივ, როგორც ქალაქში გვეუბნებიან, წესრიგი გაუმჯობესდა, რაც ფოტოებშიც კარგად გამოჩნდა.
-მთელი დღე დავრბივართ მეგაფონით. ცოტა მოწესრიგდნენ, თუმცა სულ უნდა უძახო და უჩიჩინო ამ ხალხს, ჩვენც ადამიანები ვართ, – გვეუბნებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომები, რომლებიც აქ სიტუაციას აკონტროლებენ.
_დღეს საკმაო წესრიგია, სველი და საკმაოდ დისტანცირებული ოზურგეთი ჩანს. იმედია, უფრო პასუხისმგებლიანი გახდება თითოეული მოქალაქე, გვითხრეს ქუჩაში შემხვედრმა მოქალაქეებმა: ხათუნა კინწურაშვილმა, ია შავიშვილმა, ბესო მახარაძემ, ავთო ცინარიძემ.
პოლიციამ გურიის ქუჩა ნაწილობრივ ჩაკეტა, სადაც შედარებით მეტი მანქანა მოძრაობდა და მოქალაქეები დიდი მარკეტებისკენ ფეხიტ გადაადგილდებიან. ყვავილების გამყიდველებთანაც წესრიგია.
როგორც ყოველთვის, მიუსაფარი ძაღლები, წვმისა და დისტანცირების მიუხედავად, დღესაც ჩანან ოზურგეთის ქუჩებში.