შემოქმედის ეპარქიაში ეკლესია-მონასტრებში სააღდგომო ლიტურღია ჩატარდება.
ღმრთისმშობლის მიძინების ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ერმოლაუსის (ჭელიძე) თქმით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ღამის 11 საათზე დაიწყება. მისი თქმით, მრევლს შეეძლება ტაძარში მოვიდნენ ღამის 9 საათამდე და დილის 6 საათის მერე წავიდნენ სახლში.
“შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ჩაატარებს წირვას ღმრთისმშობლის მიძინების ოზურგეთის საკათედრო ტაძარში. ტაძარში მოსულმა ადამიანებმა უნდა დაიცვას ის წესები, რაც არის უკვე გაჟღერებული. უნდა დაიცვან დისტანცია, ჰქონდეთ პირბადეები და ხელთათმანები”, _ გვითხრა მამა ერმოლაუსმა.
რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე ეპარქიაში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა. მეორე დღეს კი დილის 7 საათზე აღევლინება წირვა-ლოცვა მოქმედ ეკლესია-ტაძრებში? _ მამა ერმოლაუსმა გვითხრა: “მრევლის გარეშე წირვა შეუძლებელია, როგორც თევზი უწყლოდ“.