დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, 16 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული. 2 დღის წინ მათი რაოდენობა 10 იყო.
მათ შორის გამყრელიძის ცნობით, ინფიცირებულია ერთ-ერთი რეანიმატოლოგი “კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდან”. გამყრელიძე ისევ მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები, მათ შორის არ წავიდნენ ეკლესიაში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკების გამო.
“ეს ადამიანები [ექიმები] რომ ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ 3 კვირა. თუ ისინი ჩაგვიწვნენ, ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს? მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და სამედიცინო პერსონალს”, – ამბობს გამყრელიძე.