ლანჩხუთში აღდგომის დღესთან დაკავშირებით სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს სამართალდამცავები გააკონტროლებენ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ძალოვნებს პროცესის წარმართვაში მოხალისეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიც დაეხმარებიან.
„სასაფლაოებთან გადაადგილება როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში იკრძალება. გარდა გამონაკლისი შემთხვევისა. ეს არის მიცვალებულის დაკრძალვა. ტერიტორიებზე კონტროლს სამართალდამცავებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მოხალისეები გააკონტროლებენ.ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები“,_ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ.