საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმამარინა თევზაძემ ,,გურია ნიუსთან” საუბარში მუნიციპალიტეტში დღეს არსებული ვითარება აღწერა:,,სამტრედია ამ დროისთვის, საბედნიეროდ, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით კვლავ ინარჩუნებს სიმშვიდეს. ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია.
ამ დილით სამტრედიის ცხელების ზონიდან ორი ნიმუში გადაიგზავნა გამოკვლევაზე. ისინი ვანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან, მაგრამ არცერთი არ არის დაინფიცირებული ისაკაძის კლასტერიდან. ველოდებით ორივეს პასუხს.
რაც შეეხება, გუშინ დილით, სამტრედიის ცხელების ზონიდან გაგზავნილი ხუთი ნიმუშის პასუხს, ხუთივე უარყოფითია.”
მარინა თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში ხუთი ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, რომლებზეც ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს.
,,გარდა ამისა, ჩვენ და პირველადი ჯანდაცვის ექიმები ვამყარებთ სამედიცინო მეთვალყურეობას ყველა იმ პირზე, რომლებსაც კოვიდ-19-ზე უარყოფითი პასუხები მოუვიდათ,”_ ამბობს მარინა თევზაძე.