პარტია ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ტრანპორტით გადაადგილების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებს.
“პოლიტიკოსისთვის გადაადგილების შეზღუდვა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა. მართალია ეს ამ მთავრობის ოცნება იყო რაც კორონას დახმარებით შეისრულეს, მაგრამ ის ვეღარ მოიფიქრეს ვინ დახვდება რუს ოკუპანტებს, რომლებმაც ნახეს დრო და ქარელში სოფელ ტახტისძირს ამ წუთას ღობავენ. მაშინ გამოძვრეს ბუნკერში ჩამალული ივანიშვილი,ჩავიდეს ადგილზე და მოსთხოვოს თავის ხაზეინ პუტინის ოპრიჩნიკებს გადაღობვის შეწყვეტა. თუმცა ახლა მე ჩავვარდი ოცნებებში. მოკლედ სასწრაფოდ მიეცეს ოპოზიციურ პოლიტიკოსებს გადაადგილების უფლება ყველგან. აბა თალაკვაძე–მდინარაძე–ვოლსკის გადაადგილება არ გაიშვა”,_ წერს ნათელაშვილი.