პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ხვალ კლინიკას 15-მდე გამოჯანმრთელებული დატოვებს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული. ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი ორივე შედეგი და ის ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან დაახლოებით 15-თან კომპიუტერული კვლევით დადებითი კლინიკა დაფიქსირდა. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხებს და, სავარაუდოდ, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.