საქართველო, ძალიან მიყვარხარ, – ამ სიტყვებით სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე.
“დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! საქართველო, ძალიან მიყვარხარ, სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – ნათქვამია ეპისტოლეში.