საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი. გარდაცვლილია 4 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.