„იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა, ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.
„ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა. ერთადერთი, ვიცი, რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია, მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჯობია, ჩვენ საქმეს მივხედოთ, მათ კი, პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი,“- აღნიშნა მაჭავარიანმა.