ჩოხატაურში 3 ადამიანს კორონავირუსზე ანალიზის გაუკეთდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო ჯიბუტმა მიაწოდა. ცენტრის დირექტორის თქმით, ჩოხატაურში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან ნახევარს ვადა 25 აპრილს გაუდის.
“კარანტინში ჩოხატაურიდან არცერთი მათგანი არ იმყოფება. დღეს კოვიდ 19-ზე ტესტირებისთვის გაიგზავნა 3 პირის ანალიზი, რომელზეც პასუხი ხვალ, დაახლოებით, შუადღისთვის გვექნება”, _ გვითხრა ჯიბუტმა.