საქართველოს პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყება.
“27 აპრილიდან ავტოგადაადგილება სრულად დაშვებული იქნება, ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, ღია აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, მაგრამ მათ უნდა დაიცვან რეკომენდაციები,”_ განაცხადა პრემიერმა.