ლეგენდარული მაიკ ტაისონი რინგზე დაბრუნებას და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვას გეგმას. „რკინის მაიკს“ საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს.
„ვვარჯიშობ და ვცდილობ რინგზე დასაბრუნებლად ფორმაში ჩავდგე. სავარაუდოდ საჩვენებელ ბრძოლებს ჩავატარებ და მსურს სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებოდე. სავარჯიშო დარბაზში დავდივარ და მინდა ფორმაში ჩავდგე, რათა 3 ან 4-რაუნდიანი საქველმოქმედო ბრძოლების გამართვა შევძლო. ჩემი მიზანი ფულის შეგროვება და უსახლკარო და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების დახმარებაა“.
ტაისონმა სავარჯიშო რეჟიმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ორი საათის განმავლობაში კარდიო ვარჯიში მაქვს. შემდეგ, ერთ საათს ველოსიპედზე და სარბენ ბილიკზე ვატარებ, რასაც სიმძიმეების აწევა მოჰყვება და შემდეგ კრივის ჯერი დგება“.
როგორც მოგეხსენებათ, „რკინის მაიკს“ 15 წელზე მეტია არ უჩხუბია, მაგრამ ფორმაში ჩადგომა ნამდვილად არ გაუჭირდება.
წყარო: CrystalSport