სისხლისღვრით დასრულდა სუფრასთან დაწყებული შეკამთება. სუფრის ერთმა წევრმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შემთხვევა შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში მოხდა.
ადგილობრივთა თქმით, სუფრის წევრები არაფხიზელმდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
შს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილითა და 236-ე მუხლის III–IV ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: კვირა