თბილისში, ახვლედიანის აღმართზე შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.