ვაიმარის ნაციონალურ თეატრში შექსპირის ერთ-ერთი პიესა იდგმებოდა. დარბაზი უკვე იმყოფებოდა მოვლენების ტყვეობაში, როცა კაპელდინერმა დაგვიანებულ მაყურებელთა ჯგუფი შემოიყვანა და ადგილები მიუჩინა.
ამ დროს სცენაზე გამოჩნდა ახალი შემსრულებელი და პარტნიორმა მას ბრძანებლური ტონით მიმართა: – ვინ ხართ? საიდან მოხვედით?
შეცბუნებულმა დამგვიანებლებმა უმალ უპასუხეს დარბაზიდან: ჩვენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან ვართ, ავტობუსს გზაში ძრავა დაუზიანდა!..