ვანში განთავსებული ორი ბლოკ-პოსტი მოიხსნა. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგების რჩევით, გადაწყდა, რომ ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები, როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება.
საფრთხე შეიძლება ითქვს, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები, ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს”, _ განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტების გამო ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში გამკაცრდა.