ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნლობს.
„ჩვენს ცენტრში არის 42 დადასტურებული შემთვხვევა, გამოჯანმრთელებული 63. მათი უმეტესობის მდგომარეობა საშუალოა. 3 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით.
მოზარდები ისევ 11 არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანმრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.