ბატონებო, სიტყვა “ლელო” ქართული და კაცური გამარჯვების სიმბოლოა, სიტყვის სამშობლო კი სოფელი შუხუთია. თქვენ ვის გამარჯვებას გვთავაზობთ?
ბატონებო! მაქვს პატივი, დღეს ერთი შუხუთელი კაცის სახელით გთხოვოთ: მოვუწოდო თქვენს პოლიტიკურ პარტიას _ სიტყვა “ლელო” არჩევნებისთვის აღარ უნდა ერქვას თქვენს საქმიანობას. რა გზებით? გურიის რეგიონის მოსახლეობას და მთლიანად გამარჯვების მოყვარულ ადამიანებს ეს არ გვაინტერესებს.
რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას? არა ერთი კითხვა ჩნდება “თი ბი სი ბანკთან” და “ანაკლიის პორტთან” დაკავშირებით. თქვენ ამბობთ: “ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე, მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ. შევქმენით მსოფლიო დონის ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ტროლების და ბოტების გავრცელებულ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ავყვებით”.
საინტერესოა, ვის ეძახის ხაზარაძე გურიაში ბოტებს და ტროლებს? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ _ “თიბისი ბანკის” ოზურგეთის ფილიალმა თაღლითური სქემით შეაჩერა პროექტი, რასაც ოზურგეთში 300 ჰექტარი მიწის დამუშავება და უკვე ამოქმედებული კომბინატის გაჩერება მოჰყვა.
ბანკის თაღლითურ-კორუფციული მეტასტაზები სახელმწიფო სტრუქტურებშიც აღწევს. ნებისმიერი დონის ექსპერტის წინაშე, მზად ვარ, საჯაროდ წარმოვადგინო სრული დოკუმენტაცია ვიდეომასალებთან ერთად, რომელიც სრულიად ასახავს ჩემს ნათქვამ სიტყვებს და ნათლად _ მათ არაქართულ იდეოლოგიას.
რაც შეეხება “ანაკლიის პორტთან” დაკავშირებით ავანტიურას, საქართველოს გონიერი რეგიონი ვერ გაიზიარებს დასავლეთს და რუსეთს შორის სამხედრო ბალანსის დარღვევას.
ლევან ჯინჭარაძე
(R)