ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
„რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანტურ სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ამიტომ რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. ერთი დადებითი კლინიკა არის ის რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. რაც შეეხება სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე“,_ განაცხადა რატიანმა.