იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა „სამი ოთარის” ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
„გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში უკვე წარმოუდგენელია ოთარ ქორქიას, ოთარ მამფორიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლების პატივგების გარეშე.
„როგორი ფორმატითაც არ უნდა აღინიშნებოდეს „გვირილობა“ ჩვენს ქალაქში, წარმოუდგენელია, არ გავიხსენოთ ეს სამი დიდებული ქუთაისელი- ქალაქელობის, ქართველობის, ადამიანობის სიმბოლოებად რომ არიან ჩვენს ცნობიერებაში დარჩენილნი“ – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში „გვირილობის” აღნიშვნა საპატიო ქუთაისელების- სამი ოთარის ძეგლის პატივგებით უკვე წლების მანძილზე გრძელდება.