გრიგოლეთელ ახალგზარდა მამაკაცს, რომელიც ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ასევე უარყოფითი პასუხი მოვიდა 16 წლის გოგონაზე, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან გადაიყვანეს ფოთში.
,,დღეს ცხელების კლინიკაში დილით დაიტესტა სამი პაციენტი, 33 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან, 16 წლის გოგო ლანჩხუთიდან და 3 წლის გოგონა ფოთიდან. არცერთ მათგანას კორონავიურისი არ დაუდასტურდა. საღამოს დაგვემატა 42 წლის კაცი ფოთიდან და 49 წლის ქალი ოზურგეთიდან. ესენი ხვალ დილით დაიტესტებიან,“ – თქვა მედიის წარმომადგენლებთან ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.