ავსტრალიაში, უცნობ ვირუსს ასობით თუთიყუში ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Dailymail ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, რადგან ახლო კონტაქტით გადადის.
გრაფითის უნიერსიტეტის პროფესორმა, დერილ ჯონსონმა The Dailymail-ს განუცხადა, რომ უცნობია რამ გამოწივია ეს ვირუსი, თუმცა დაავადება ძალიან გავს კორონავირუსს, რომელიც მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება.
მისივე განმარტებით, ეს მდგომარეობა ლორის პარალიზის სინდრომით არის ცნობილი.
,,უცნობია ვირუსი რამ გამოიწვია, თუმცა ძალიან ჰგავს კორონავირუსს, რომელიც ახლოკონტაქტით გადადის, ფრინველების მდგომარება ძალიან გავს ლორის პარალიზმის სინდრომს, თუმცა ის ნელა ვრცელდება, ავსტრალიის საყვარელ ფრინველის სხეულზე. ეს იწყება ფეხებიდან, როდესაც ისინი ცდილობენ დაუშვან ფრთები, თუმცა ვერ იკავებენ და შემდეგ მიწაზე ეცემიან და ერთ საათში იღუპებიან”, – განაცხადა პროფესორმა.
პროფესორის თქმით, ფრინველების დაღუპვის ყველაზე მეტი ფაქტი, ბრისბანში, მელბურნში, სიდნეიში და როკჰემტონში დაფიქსირდა, რაც იმას ნიშანავს, რომ შესაძლოა ვირუსი ბევრად უფრო იყოს გავრცელებული.
,,ეს საგანგაშოა, რადგან ათობით ფრინველი იღუპება საშინელი გზით. მე გამომიგზავნეს, გარდაცვლილი 24 ფრინველის ფოტო, რომელიც იყო ერთი ხის ქვეშ.“ – ამბობს ჯონსონი.
ცნობისთვის, ლორი არის თუთიყუშის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ადამიანის ხმის კოპირებას ყველაზე უკეთ ახერხებს.