წყალტუბოს სათნოების სახლში ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალ კოვიდ-19-ზე გამოკვლევა მოხუცთა თავშესაფრის 180-ივე ბენეფიციარს უტარდება. პასუხები მალე იქნება ცნობილი. წყალტუბოს სათნოების სახლის ყველა ბინადარი ხანდაზმულია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, წყალტუბოში არ არის ისეთი სიტუაცია, ზომების გამკაცრებაზე რომ იფიქრონ