კრიზისის მართვის პირობებში, ჩვენ 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით. რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას. სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, სესხის პროცენტის 80%-ს დავუსუბსიდირებთ. ეს დარგის განვითარებისთვის, სერიოზული მხარდაჭერა იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას აღნიშნა.
დღესვე, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.