ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„გუშინ იყო 615 და დღეს გვაქვს 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ გახდა 623 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებული იყო 275 დაგვემატა 13 და გვყავს 288 გამოჯანმრთელებული პაციენტი თუ შევაჯერებთ ამ მონაცემებს, ამ ეტაპზე მკურნალობს 323 პაციენტი“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 საკარანტინე სივრციდან არის და დანარჩენი კონტაქტები არიან.