უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას, რუსი პოლიტოლოგი ალექსეი ჩესნაკოვი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის დანიშვნა რამდენიმე პოლიტიკურ სიგნალს იძლევა.
„სისუსტის დემონსტრირება.
პროგრამა არ აქვთ. მათ მიიღეს პიროვნება და არა იდეები.
მთავრობაში კონფლიქტის დონე იზრდება.
კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი რუსეთთან მიმართებაში“,_ წერს ჩესნაკოვი.