ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა, სტუდენტებისთვის, საშუალო და პროფესიული სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა.
მკაცრი 76 დღიანი კარანტის შემდეგ, 57 000 მოსწავლისთვის, სწავლა გუშინ დაიწყო. გაკვეთილის ჩატარებამდე, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ეპიდემიის პროფილაქტიკული და საკონტროლო გადაუდებელი სწავლება ჩაატარეს.
სასწავლო დაწესებულებების გახსნამდე კი შენობებში პროფილაქტიკული დეზინფექცია ჩატარდა. სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის სასწავლო დაწესბულებების შესასვლელებთან სადიზენფიქციო ხსნარები დაიდგა.
როდის დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს უმცროსკლასელები, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.