ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში ფილტვების პრობლემებით არის შეყვანილი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ ინფორმაციას.
“ფინანსური პრობლემები ქონდათ და ოჯახით საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ისეთი პრობლემა იყო, რომ მეგობრებიც ვერ დავეხმარეთ.
ზურა არის ძლიერი პიროვნება და ის იოლად გადაიტანს ამ პრობლემას,“ – თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრის დროს ზურა დოიჯაშვილის მეგობარმა ნუგზარ კვაშალმა.
ნუგზარ კვაშალის თქმით, პირველი ნომერი ავადმყოფობა ზურა დოიჯაშვილისთვის არის უთბილისობა.
„მას ქონდა გულის პრობლემები საქართველოში და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა კი მას აქვს ფილტვებზე პრობლემები. თავდაპირველად მას უთხრეს სივსივნე, მაგრამ ეს გამოირიცხა. ის ბოლო ორი კვირაა წევს კლინიკაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა. ექიმები იმედს გვაძლევენ და ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ის გამოჯანმრთელდება აუცილებლად და ჩამოვიყვანთ თბილისში, ის ისევ იმღერებს “მელიქიშვილს გამზირს.“ – თქვა ნუგზარმა კვაშალმა.