ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 15 მაისის მოსალოდნელ საფრთხეებზე საზოგადოებას მიანიშნებს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს.
დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, იურიდიული კონსულტაციისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. საკვებ რაციონში ბანანი და ვაშლი შეიტანეთ, დაკავდით სპორტით. მოერიდეთ თმის შეჭრას, პარტნიორულ ურთიერთობებში აგრესიის გამომჟღავნებას, ალკოჰოლის მიღებას,
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი და თეთრი. მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და მარჯანი.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნეგატიურია დღე ვერძთათვის და ტყუპებისთვის.
ასტროლოგის პროგნოზს პორტალი “ფორტუნა” ავრცელებს.