ქართველი კალათბურთელი ლია მიქიაშვილი თამაშს აშშ-ში, „ოკლაჰომა ქრისტიან უნივერსიტეტში“ იწყებს. ხელმოწერის შესახებ საკალათბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა.
მიქიაშვილი საქართველოს ნაკრებში 2017 წელს გამოჩნდა. ის ცენტრში თამაშობდა 16 წლამდე ასაკობრივ ნაკრებში, ქალთა ევროჩემპიონატზე. გასულ წელს თვრამეტწლანდელთა ნაკრების კაპიტანი იყო.
ის დაეხმარა თბილისის დინამოს საქართველოს ქალთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში 2018-19 წლების სეზონზე.
”ლია არის ცენტრი, რომელიც გაგვაძლიერებს, კაროლინი ლოულის დაკარგვის შემდეგ. ის არის ძლიერი და აგრესიული მოთამაშე. აქვს კარგი ხედვა, კარგად თამაშობს ფარზე და ხვდება სად იპოვოს ღია ჭრილი მოედანზე, როდესაც ბურთი აქვს“,_ ამბობს მთავარი მწვრთნელი, ფინდლი.
ის მეშვიდე მოთამაშეა, ვისთანაც OC– მა ხელი მოაწერა 2020-21 წლების სეზონზე სათამაშოდ.