საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის შემთხვევაა, 2 კი საკარინტინე სივრცეში თვითიზოლაციაში მყოფი პირია.
ამ დროისთვის საქართველოში კოროავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 475 გამოჯამრთელდა, 12 კი დაიღუპა.