თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.
როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.