„ეს იყო აღიარება პირდაპირ წეთერში, რომ ეს აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამიყენეს”, -ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ ტვ მთავარში.
რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების წინაშე აღიარებით ჩვენებაზე, ყველაზე სკანდალური და ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.
მათ რეალურად სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებების და შესაბამისად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ასე ჩამოყალიბება და აღწერა თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ მათ დაგეგმილი, როგორ მოიყვანეს ეს ყველაფერი სისრულეში და როგორ გამოიყენეს ხალხი ბოროტად მათი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად”, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაბამის ადგილს მიუჩენს.