დღეს ლანჩხუთში გავრცელდა ინფორმაცია, კორონავირუსის ფაქტის გამოვლენის შესახებ, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი.
მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
“ფოთის ცხელების ცენტრში არაერთი ადამიანი შეყავთ ცხელებით, მაგრამ ეს არ უნდა აღიქვათ ისე, რომ მათ კორონავირუსი აქვთ. ორი ბავშვია ამ დროისთვის ლანჩხუთიდან გადაყვანილი ფოთში. სოციალურ ქსელში მოხდა გავრცელება ინფორმაციის, რომ ვითომ აქვთ ვირუსი, რომ ყოფილიყო ეს ამბავი სინამდვილე, პირველები ჩვენ გავიგებდით. ეს ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება არ შეესაბამება სინამდვილეს. რომ ყოფილიყო კორონავიურისის დადასტურებელი შემთხვევა, წამებში გვეტყოდნენ“,_ გვითხრა ნატო მენაღარიშვილმა.