„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაპატიმრებამდე „ნაციონალურ მოძრაობაში” გენერალური მდივის პოსტს იკავებდა, ისევ ამ პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას.
„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. საიდუმლო გავეცი? – არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – თქვა უგულავამ.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.
მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), მიმდიარე წლის 20 თებერვალს დატოვა, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.