საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად ვირუსი არსად არ წასულა და ჩვენთან ერთად კიდევ გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში იქნება. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოქალაქეების პასუხისმგებობა კიდევ უფრო იზრდება.
„ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა გახარიამ.