ფეისბუკი კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, რომელსაც ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია, წაშლის, _ აღნიშნულის შესახებ მარკ ცუკებერგმა BBC-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ფეისბუკი თუ მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ყალბ ინფორმაციას ფიზიკური ზიანის მოტანა შეუძლია, ის აუცილებლად წაიშლება. ქსელში ასეთი შინაარსის 100 ათასობით ინფორმაციაა, _ აღნიშნა ფეისბუკის დამფუძნებელმა.