„მნიშვნელოვანია რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. არ დავიწყებ იმის განხილვას რა გაკეთდა და რა არა. დემოკრატია რთულია“, -აცხადებს კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ შეკითხვაზე პასუხად.
კონგრესმენი მხარეებს მოუწოდებს წინ წავიდნენ.
„მთავრობას ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს, ამიტომაა მთავრობაში ყოფნა რთული. ოპოზიციას აქვს ვალდებულება იყოს ქვეყნისადმი ერთგული”,_ განაცხადა კონგრესმენმა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები რთული იქნება.
ადამ კინზინგერმა ასევე აღნიშნა, რომ ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია მის ნატოში მისაღებად.
„რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკა. ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. დროა, ორმაგად ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისი მიზეზია, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ და სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს“,_ განაცხადა კიზინგერმა.