გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და საჯარო სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 7 022 440 ლარს შეადგენს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლები შენდება.
პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილზე გაეცნო.