პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ახალი პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო წელს დაიწყებს.
„ეს გახლავთ კლიმატის მწვანე ფონდის საგრანტო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ივნისის თვეში მივიღებთ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს იქნება სიკეთის მომტანი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და, ამავე დროს, წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტყის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში – მოგეხსენებათ, ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოდექსის მიღების პროცესში“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.