უკრაინაში მეპატრონეების ვალების დასაფარად აუქციონზე ძაღლები გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინელმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მიხაილო ვოლინეცმა გამოაქვეყნა 2 ძაღლის ჩანაწერი აუქციონიდან. ერთი ძაღლის საწყისი ფასი 44 ევრო იყო, მეორესი უფრო ნაკლები.
სოციალურ მედიაში ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია.
ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოლეკი ჰონჩარენკომ განაცხადა, რომ სასამართლომ არ უნდა ჩამოართვას მეპატრონეს ძაღლები.
“ჩვენ ნამდვილად უნდა ჩამოვართვათ შინაური ცხოველები მათ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს ვართმევთ გადახდისუუნარობის გამო, ხშირად ეს საუკეთესო გზაა შინაური ცხოველებისთვის, რომლებსაც ცუდად ექცევიან“,_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუშკამ.
ბევრი უკრაინელისთვის ყოველდღიური ცხოვრება გაძვირდა.
ამ წლის დასაწყისში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ერთ პენსიონერს ურჩევდა ძაღლი გაეყიდა.
მინისტრის თქმით, მეპატრონის სესხების გადახდა მხოლოდ ერთი მიზეზი იყო ძაღლების კონფისკაციისა.
აუქციონზე არ გადის ძაღლი იმ შემთხვევაში თუ ქუჩაში დაკბინა ვინმე ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი სხვა მეპატრონეს უნდა გადასცენ უკეთესი ზრუნვისთვის.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ჩამორთმეულ შინაური ცხოველებს ხშირად უკან ისევ მეპატრონეები ან მათი ახლობლები სიმბოლურ ფასად ყიდულობენ.
მინიტრმა BBC-ისთან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კონსფიკაციურ ძაღლს თვითონ იყიდის.