ხულოში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. როგორც "გურია ნიუსს" ხულოს მერმა განუცხადა, ქარმა 7 სოფელში 9 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ვახტანგ ბერიძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.