Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ახალგაზრდა მონაზონს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
როგორც სოციალურ ქსელში „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორი, სალომე ფაცაცია წერს, იოანა დედასთან ერთად ქირით უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.
_ ჩარიცხულია 1000 ლარამდე. იოანა ახალგაზრდა მონაზონია, რომელიც წლებია, საწოლს არის მიჭაჭული მძიმე დაავადების გამო. დედასთან ერთად ცხოვრობს ერთ პატარა სახლში, რომელიც იქირავეს. ნესტიანი კედლები და ავარიული სახლი. მრევლმა შეიძინა მიწა თბილისის ზღვაზე. ის მხოლოდ ხორბალს მიირთმევს და არის ძალიან დასუსტებული. დედაოს სახლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა თანხა, რაც შეგროვდა, არ არის საკმარისი მის დასასრულებლად.
მთელი გულით გთხოვთ, რომ ჩაერთოთ ამ საოცრად დიდ და კეთილ საქმეში და ერთად ავაშენოთ სიკეთის, სიყვარულის და იმედის სახლი. მიყვარხართ.
თიბისი ბანკი: GE04TB7000000365166786
საქართველოს ბანკი: GE15BG0000000162150978
მიმღები – მარინე გაბაშვილი, დედაოს დედა,– წერს სალომე ფაცაცია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved