საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.