ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეთანიაჰუ, კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება.
როგორც Reuters იუწყება, ის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე დგას.
ის, იერუსალიმის საქალაქო სასამართლოში, მთავრობის მეთაურად ყოფნის ფიცის მეხუთედ დადებიდან 1 კვირაში დაიბარეს.
მას ნოემბერში ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ქრთამის აღებაში და ნდობის დარღვევის სამ შემთხვევაში.
პრემიერ მინისტრად ნეთანიაჰუს არ აქვს ვალდებულება გადადგეს და მისი თქმით, მისი სასამართლო პროცესი არ იმოქმედებს მისი საქმის შესრულების უნარზე.
საქმეს სამი მოსამართე მოისმენს.
პრემიერმა ითხოვა, რომ სესია გახსნილი არ იყოს, რადგან მისი დაცვის შემოყვანა ბიუჯეტიდან თანხის დაარჯვას გამოიწვევს, სოციალური დისტანციის წესების დაცვა კი გაჭირდება. სასამართლომ პრემიერის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
ექვსი წლის წინ ყოფილი პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი დამნაშავედ სცნეს ქრთამის აღებაში და 16 თვე ციხეში იხდიდა.