საკმაოდ რთული რიცხვია – ერთი მხრივ, ციფრი 2, მეორე მხრივ – 9. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ციფრია, მათი ჯამი – 11 = 2. 29-ში დომინირებს 2-იანის რბილი და პესიმისტური ბუნება და 9-ის მეამბოხის ხასიათი.
აბსოლუტური კონტრასტი. ჯამი – 11, რომელიც ასევე გავლენას ახდენს 29-ზე და რომელიც ორი ერთიანისგან, ანუ გაორმაგებული ამბიციისგან შედგება.
რიცხვი 2 – ეს წარმოსახვის უნარი და შემოქმედებაა, ხოლო 9 – დომინანტი პიროვნება და უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლი, მისი პლანეტა ხომ მარსია. ადვილი წარმოსადგენია მათ შორის კონფლიქტი. სწორედ ეს ხდის 29-ში დაბადებულებს რთულ პიროვნებებად.
ეს ადამიანები ამბიციურები არიან და ცხოვრებაში საკუთარ გეგმებს ბოლომდე ახორციელებენ, მაგრამ თუ მარცხს განიცდიან, მაშინ ბრინჯივით იბნევიან. ისინი ძალიან გონიერები არიან და კარგ აკადემიურ კარიერას იქმნიან. ორგანიზაციისა და ადმინისტრირების ნიჭი ეხმარებათ გახდნენ წამყვანები ნებისმიერ სფეროში. ისინი ყველაფერზე წავლენ, ოღონდ დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიცია, რომელიც მოჭარბებულად აქვთ.
29-ში დაბადებულები ძალიან ემოციურები არიან და გრძნობის ობიექტს მთელი ცხოვრებით ეჯაჭვებიან. მიუხედავად ამისა, 29-ის პარტნიორებს უჭირთ მათთან ურთიერთობა, რადგან არ არიან დამთმობები და უყვართ სიტუაციის მხოლოდ თავად მართვა. 29-ს 2-იანის რომანტიზმიც მოჰყვება, ამიტომაც სულიერი სიახლოვის გარეშე ვერავისთან იცხოვრებენ. მეოცნებეობა მათ შინაგან სამყაროს ავსებს.
ეს ადამიანები საკმაოდ სექსუალურები არიან, მაგრამ 2-იანისგან გამოყოლილი კომპლექსებით იტანჯებიან, არ შეუძლიათ საკუთარი სურვილის გამოხატვა. ამიტომაც პარტნიორმა უნდა მართოს ისინი, ოღონდ აგრესიულობას მათი მხრიდან ვერ აიტანენ.
29-სთან ცხოვრება ადვილი არ არის, რადგან ის კონტრასტული პიროვნებაა. ის ძალიან დომინანტი რიცხვია და მასში დაბადებული ადამიანები დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, თუმცა მათ გარშემომყოფები აფასებენ ძლიერი ნებისყოფის გამო. ამასთან, ისინი 2-იანის რბილ ხასიათსაც ფლობენ, რაც მყარი დასაყრდენის ძებნისკენ უბიძგებს მათ.
საღი გონებით, პრაქტიკული აზროვნებითა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით ისინი გარშემომყოფების პატივისცემას იმსახურებენ.
ბედნიერი რიცხვები – 2, 11, 20, 29, 9, 18, 27.
მტრულად განწყობილი რიცხვები – 5, 14, 23, 3, 21, 12, 30.
ბედნიერი დღეები – ორშაბათი, ოთხშაბათი.
ბედნიერი თარიღები – 2, 9.
ფერები – თეთრი.
ქვები – მარგალიტი, მთვარის ქვა, ნეფრიტი.
ნეგატიური თვეები – მაისი, ოქტომბერი.
ავადმყოფობები – სულიერი გაუწონასწორებლობა და ჰიპერტონია.
რეკომენდაციები
ამ ადამიანებმა უნდა დაგმონ საკუთარ თავში დომინირების სურვილი და არ უნდა დაეცნენ სულიერად დამარცხების შემთხვევაში. ძალიან ამბიციურები არიან. ამიტომაც ვურჩევდით, მოთოკონ ეს გადაჭარბებული გრძნობა და დაიმახსოვრონ, იქამდე უნდა დაიფარონ საბანი, სადამდეც ის გასწვდებათ. მათი ენერგიისა და ინიციატივის წყალობით შეუძლიათ მიზანს მიაღწიონ.