ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს.
გარდა ამისა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და დაცული უნდა იყოს დისტანცია.