სამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნა.
დილიდანვე შესრულდა რეისები ქალაქიდან სოფლების მიმართულებით.
შპს ,,მოგზაურის” დირექტორის, ჯონი სტურუას განმარტებით, თითქმის ყველა სოფელში შევიდა სამარშრუტო მიკროავტობუსი, გარდა ერთი-ორი მაღალმთიანი სოფლისა.
,,მოსახლეობა ამ ფაქტს სიხარულით შეხვდა. ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ. არ მალავენ, რომ მგზავრობის ღირებულების არ გაძვირებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ვთხოვე მძღოლებს, ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაეწიათ ანგარიში ისედაც დაზარალებული სოფლის მოსახლეობისთვის. დღეს მგზავრთა მცირე რაოდენობა დაფიქსირდა, ამდენად ცალკეულ მიმართულებებზე 4 მანქანის ნაცვლად 2 გამოვიყვანეთ.”
29 მაისიდან სამტრედიაში მუშაობა განაახლა შიდა საქალაქო ტრანსპორტმა. მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენ არც დაბა კულაშის და არც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებაზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსტების მძღოლები.